ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ეპისტოლეზე კომენტარი გააკეთა.
„ჩვენი პატრიარქის თითოეული სიტყვა არის განსაკუთრებით ყურადსაღები. მან ჩვენ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გვითხრა, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მომავალი თაობების მაქსიმალურ დაცულობას და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ და ვზრუნავთ, რომ ერთის მხრივ, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და მისი ინტერესები, მეორე მხრივ, გამკაცრდეს პოლიტიკა იმ ნაწილში, რაც ნარკოტიკების გასაღებას ეხება.
ეს მართლაც სენსიტიური თემაა, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ნარკოპოლიტიკა იყოს დაბალანსებული და სწორი, რათა დადებითი ასახვა ჰპოვოს ჩვენს მომავალ თაობაზე” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ
შეგახსენებთ, რომ ნარკომანიის თემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში შეეხო. მისი თქმით მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო ცენტების შექმნა.