შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხონში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალი შენობა გახსნა.
„პოლიციელებს ექნებათ საშუალება, უფრო ეფექტიანად და კომფორტულად იმუშაონ ახალ შენობაში. ძველი შენობა ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას… ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი ჩვენი გეგმის, რომ უფრო ეფექტიანი გავხადოთ საპოლიციო სისტემა. იყოს უფრო ადამიანზე ორიენტირებული, მოქალაქეზე ორიენტირებული და რაც მთავარია, პრევენციაზე ორიენტირებული. ამისთვის აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი, არის ყველანაირი ფუნქციონალური ელემენტი გათვალისწინებული,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.