ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

ავსტრიის კლინიკამ მაჩალიკაშვილის მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვა

ექიმმა, ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა, რომ ავსტრიის ერთ-ერთმა კლინიკამ, პანკისის ხეობაში დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ერთადერთ დაბრკოლებას წარმოადგენს ის, რომ ამ დროისთვის ამ კლინიკას თავისუფალი ადგილი არ აქვს. თუმცა, მოლაპარაკების მიხედვით, ავსტრიის კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს 24-საათის განმავლობაში უნდა მოაწოდოს ინფორმაცია.

ჯერჯერობით უცნობია იღებს თუ არა ავსტრიის კლინიკა ტრანსპორტირების თაობაზე პასუხისმგებლობას.

ასევე ჯერჯერობით უცნობია თურქეთის კლინიკის პასუხი, მაჩალიკაშვილის მიღებასთან დაკავშირებით.

 

იტვირთბა....