დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა პანკისში, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა, სადაც ის სპეცრაზმელებმა დაჭრეს. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე საკმარისი მტკიცებულებები დახვდა სროლის ტრაექტორიის დასადგენად.
დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, რომ რადგან მაჩალიკაშვილს სტატუსი ჯერ არ მინიჭებია, მას პროკურატურის მიერ წარმოებულ სამუშაო ნაწილთან წვდომა არ აქვს. შესაბამისად, მისთვის უცნობია რა დრო დასჭირდება შედეგების შესაჯერებლად.
„ის რაც მაინტერესებდა რაც ყველაზე მეტად რაც სროლის ტრაექტორიას უჩვენებს, ის შენარჩუნებულია, სისხლის კვლები შენარჩუნებულია. ამოღებულია ბალიში და ლეიბები. სიმართლე გითხრათ ეს ჩემთვის საკმაოდ ინფორმატიულია, რაც ადგილზე დაგვხვდა,“ -განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
დამოუკიდებელი ექსპერტი საქმეში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის დავალებით ჩაერთო.