ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურმა ბულგარელი ტურისტი გადაარჩინა.
საქართველოში სტუმრად ჩამოსული ბულგალერი ტურეისტები სათხილამურო გზიდან თვითნებურად გადავიდნენ და სათხილამუროდ აკრძალულ ტერიტორიაზე მოხვდნენ. კობის მიმართულებით მთიდან ზვავის მოულოდნელმა მოწყვეტამ, ტურისტი თოვლში ჩაითრია და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.
მთაზე მყოფმა სამაშველო სამსახურმა ოპერტიულად იმოქმედა და ზვავში მოყოლილი ტურისტის დახმარება შეძლო. ადგილზე დათვალიერებით მას არანაირი ტრამვა არ აღენიშნება, უსაფრთხების მიზნით ტურისტი გადაყვანილია გუდაურის პირველადი დახმარების ცენტრ „ემერჯენსში“.
ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაუკვალავ თოვლში გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე. „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოთხილამურეებს მოუწოდებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ და აფრთხილებს, დაემორჩილონ სათხილამურო კურორტებზე ადმინისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს.
მანამდე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ზვავში მოყოლილი კიდევ ერთი უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს.