აჭარიდან გურიაში ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე ხეების გადატანა გრძელდება. ამჟამად შეკვეთილის სანაპიროზე მორიგი ხე დგას და მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მას ნაპირზე დასარგავად გადაიტანენ, მისი ტრანსპორტირება ჩაქვიდან შეკვეთილამდე ზღვით მოხდა.
კიდევ რამდენი ხის ტრანსპორტირება იგეგმება შეკვეთილში, როდემდე გაგრძელდება პროცესი, ადგილზე დასაქმებულები განმარტებებს არ აკეთებენ.
წყარო: “რუსთავი 2”.