ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

უკრაინელი დეპუტატი: “საქართველოში სააკაშვილის დეპორტაციისთვის ყველანაირი იურიდიული შესაძლებლობაა”

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, კომენტარს აკეთებენ უკრაინელი პოლიტიკოსები. უკრაინის პარლამენტის დეპუტატი იგორ მოსიჩუკი აცხადებს, რომ საქართველოში სააკაშვილის დაუყოვნებლივი დეპორტაციისთვის ყველა იურიდიულ საფუძველი არსებობს.

“მას სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ჯერჯერობით საქართველოში. პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას მან შეიწყალა ბანკის თანამშრომლის მკვლელობაში დამნაშავე 3 ადამიანი, წმინდა წყლის ბოროტმოქმედები. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოში მისი დაუყოვნებლივი დეპორტაციისთვის ყველა იურიდიულ შესაძლებლობას იძლევა“, –  წერს მოსიჩუკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა წაყენებული. მოსამართლემ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით,  სააკაშვილმა დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების დაპირება მისცა და მოგვიანებით ისინი შეიწყალეს. გამოძიებამ ეს გარიგება უკანონოდ ჩათვალა.

იტვირთბა....