ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, აკაკი ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის დაპირისპირებისას დაჭრილი კიდევ ორი მოზარდის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ დაჭრილებიდან ერთი პირველი ექსპერიმენტული, მეორე კი 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ.  ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ორივე მოსწავლეს ცივი იარაღით ჭრილობები ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული. მათგან ერთ-ერთს, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეს სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა და საავადმყოფო მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა.   გარდა ამისა, კიდევ ერთი ინფორმაციით, აღნიშნული პირი საქმეში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების დაჭრისთვის ბრალი პროკურატურას არავისთვის წაუყენებია.

ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, რომელთაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

იტვირთბა....