რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზზიდენტის ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავი, რომელშიც პუტინი იმყოფებოდა, აბაკანის აეროდრომზე ვერ დაჯდა. სააგენტო Flashsiberia-ს ინფორმაციით, თვითმფრინავის შეფერხების მიიზეზი ნისლი გახდა.
პილოტმა აეროპორტის თავზე, რამდენიმე წრის გაკეთების შემდეგ, პრეზიდენტის თვითმფრინავი მაინც დასვა. პუტინი ხაკასიაში რამდენიმედღიან შვებულებაში იმყოფება. სააგენტოს ცნობით, მასთნ ერთდ იმყოფება თავდაცვის მინისტრი შოიგუც.