45 წლის ელენა ბერეზინას დღეს, გამთენიისას მოპირდაპირე კორპუსიდან გასროლილი პიროტექნიკის ნაწილი მოხვდა. ექიმებმა მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. ძლიერი აფეთქების გამო, ბერეზინას ამ დრომდე არ ესმის და აღენიშნება დაბეჟილობა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ მისი კარიერის განმავლობაში სხვის მიერ ნასროლი პიროტექნიკით დაშავებული მხოლოდ რამდენიმე მოქალაქე ახსოვს.
პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო თბილისში დაშავებულების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, საავადმყოფოში მიღებული დაზიანებების გამო 44 ადამიანი მოხვდა. მათგან 21 ბავშვია. ექიმების ინფორმაციით, ჰოსპიტალიზირებულებს ტრავმები და დამწვრობები ძირითადად ხელებისა და სახის არეში აქვთ მიღებული.