ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს-მა “ქართული ოცნების“ დეპუტატი დაკითხა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბათუმის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, “ქართული ოცნების” დეპუტატი ზურაბ ნინიკაძე დაიკითხა. საქმე საბიუჯეტო სახსრებს ეხება.  ინფორმაციას ამის შესახებ “კურიერი” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ნინიკაძეს, რომელიც წარსულში ბათუმის კორპუსის ხელმძღვანელი იყო, ბათუმში ერთი-ერთი სპორტული მოედნის მშენებლობიდან გაფლანგულ რესურსებს ედავებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ნინიკაძის კომპანია ხელვაჩაურიდან შემოერთებულ ტერიტორიაზე სპორტული მოედნის მშენებლობაში იყო ჩართული.
ნინიკაძე ადასტურებს, რომ 28 დეკემბერს სუს-ის ქვემდებარე უწყებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა არ აკონკრეტებს, უკავშირდებოდა თუ არა ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედება ზემოაღნიშნულ შემთხვევას.

“აინტერესებდათ რა როგორ ხდება რაღაცეები და ავუხსენი ეს ისე, ეს ასე…ჩემი სამსახური რაში არის ჩაბმული, რაში არა და ესეთი რაღაცეები აინტერესებდათ, მეტი არაფერი. ვერაფერს ვერ გეტყვით მაგ საქმესთან დაკავშირებით ვერ ვხედავ საერთოდ პასუხისმგებლობას…ნუ ჩამეკითხებით, ვერ გეტყვით” აცხადებს ნინიკაძე.
რა ეტაპზეა გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია. სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს განმარტებები არ გაუკეთებია.

წყარო “კურიერი”

 

იტვირთბა....