ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მოსამართლემ სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ქართულ სასამართლოში პირველი განაჩენი გამოცხადდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა. მან ოდესის ყოფილი გუბერნატორი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით,  სააკაშვილმა დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების დაპირება მისცა და მოგვიანებით ისინი შეიწყალეს. გამოძიებამ ეს გარიგება უკანონოდ ჩათვალა.

ამასთან შეგახსენებთ იმასაც, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უკრაინაშიც იმართება.

იტვირთბა....