ახალი ამბები მთავარი სამართალი

ორთაჭალაში სროლის შედეგად დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა

ორთაჭალაში სროლის შედეგად დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ექიმი ამბობს, პაციენტი გულ-მკერდის ღია ჭრილობებით საავადმყოფოში 3 იანვარს მოათავსეს.

ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, რომ ორთაჭალაში გუშინ სხვადასხვა ადგილზე ისროდნენ. მათი თქმით, სროლის ხმა დაახლოებით 10-ჯერ გაიგეს.  მეზობლებისთვის უცნობია ვინ არის დაჭრილი და რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

ექიმის განცხადებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია.

“მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზნრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იტვირთბა....