aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი სამართალი

7 გასროლა: ორთაჭალაში დაჭრილი ახალგაზრდის მეზობლები დეტალებზე საუბრობენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ორთაჭალაში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მეზობლები დეტალებზე საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ დაზარალებულს ღამით უცნობმა პირებმა მოაკითხეს და გარეთ გაიყვანეს, რის შემდეგაც გასროლის ხმა გაისმა.

“გაკვირვებული ვართ, როგორ მოხდა ეს. არადა, ძალიან წყნარი ბიჭია… ვიღაცამ დაუძახა, გაიყვანა სახლიდან და შემდეგ ეს ამბავი მოხდა. ოპერაცია გაუკეთდა, ფილტვი აქვს დაზიანებული. ერთი გასროლა არ იყო, ავტომატის ხმასავით იყო”, – განაცხადა დაჭრილის მეზობელმა ქალბატონმა.
ადგილზე კრიმინალისტები უკვე მივიდნენ და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

შეგახსენებთ, რომ ორთაჭალაში სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბერძნის ქუჩაზე გვიან ღამით დაახლოებით 7 გასროლის ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც ნახეს, რომ ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოროტმოქმედის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. საქმე
სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იტვირთბა....