ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაგთი” ინტერნეტის პაკეტებს აძვირებს: რას აპირებს “ჯეოსელი”

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “მაგთიკომი” 2018 წლის 18 იანვრიდან მობილური ინტერნეტის პაკეტებს აძვირებს, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ინტერნეტის ტარიფები “ჯეოსალმაც” გააძვიროს.

აღნიშნულის გადასამოწმებლად “მეტრონომი” “ჯეოსელის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარომომადგენელ თაკო როდონაიას დაუკავშირდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ტარიფები უცვლელი რჩება, ხოლო თუ რაიმე შეიცვლება, კომპანია თავად გააკეთებს განცხადებას.

რაც შეეხება “მაგთის” შეცვლილ ფასებს, მობილური ინტერნეტის პაკეტები ახლა ასე გამოიყურება:

500 მბ – 5 ლარი (ძველი ფასი 3 ლარი);
1000 მბ – 7 ლარი (ძველი ფასი 5 ლარი);
2 000 მბ – 12 ლარი (ძველი ფასი 7 ლარი);
4 000 მბ – 14 ლარი (ძველი ფასი 10 ლარი);
6 000 მბ – 18 ლარი (ძველი ფასი 15 ლარი);
15 000 მბ – 35 ლარი (ძველი ფასი 30 ლარი).

იტვირთბა....