გამოცემა “კომერსანტი” ორ სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სირიაში მდებარე რუსულ ავიაბაზა „ჰმეიმიმზე“ რადიკალმა ისლამისტებმა სულ მცირე 7 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.
რუსული სააგენტო “ტასი” კი იუწყება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 7 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს ისლამისტებმა.
“31 დეკემბრის ღამეს “ჰმეიმიმის” აეროდრომზე მობილური დივერსიული ჯგუფის შეტევა განხორციელდა. სროლის შედეგად დაიღუპა ორი სამხედრო მოსამსახურე. ინფორმაცია 7 თვითმფრინავის განადგურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება”, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.