ირანის შეიარაღებული ძალების ელიტარული ერთეულის მეთაურის მუჰამად ალი ჯაფარის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები დასრულდა. მისი განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, მომიტინგეთა რაოდენობა 15 ათას ადამიანსს არ აღემატებოდა.
“ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს არის დღე, როდესაც 1396 წლის პრობლემები დასრულდა”,-დასძინა მან.
მისივე თქმით, ქვეყანაში მომხდარი არეულობისას დაკავებულთა უმრავლესობა ტერორისტული ორგანიზაციის წევრია, ზოგიერთი მათგანი აშშ-ის, სიონისტებისა და საუდის რეჟიმის ბრძანებებით მოქმედებდა. მეთაურის თქმით, ხელისუფლება ყოველთვის ყურადღებას უთმობდა ეკონომიკურ პრობლემებს და უმუშევრობას.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 28 დეკემბერს ირანში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რადგან ფასები და უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და მათ გადადგომას მოითხოვენ. არეულობების შედეგად, მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, მათ “მეამბოხეთა მბრძანებელი” დაიჭირეს, რომელიც ევროპელმა სპეცსამსახურებმა მოამზადეს. მაგრამ მათ დაკავებულის ვინაობის შესახებ დეტალებზე არ უსაუბრიათ.