ორთაჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მათ გვიან ღამით რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზნრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.