FundStrat Global-ის თანადამფუძნებელი ტომ ლი, ჯერ კიდევ მაშინ წინასწარმეტყველებდა ბიტკოინის ზრდას 25 ათას დოლარამდე, როცა კრიპტოვალუტამ ახალ წლამდე მნიშვნელოვანი ვარდნა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო ანალიტიკური კრიპტოვალუტის საიტი CCN ავრცელებს.
“ციფრულ საუკუნეში, პერსონალური ინფორმაცია არის ჩვენი ოქრო. ბიტკოინი დღეს არის უსაფრთხოების უპრეცედენტო ბაზა, ეს არის ციფრული ოქრო” – აცხადებს ტომ ლი.
მისი თქმით, ახალგაზრდა ინვესტორები, რომლებსაც სამყარო ინტერნეტის გარეშე ვერასოდეს წარმოედგინათ, სულ უფრო და უფრო გამოიყენებენ ბიტკოინს, ვიდრე დღემდე აღიარებულ ფერად ლითონებს.
“თუკი ჩვენთვის პერსონალური მოცემულობა არის ოქროში, ბიტკოინი არის ციფრული ოქრო. ოქროს ბაზარი, რომელიც 9 ტრილიონით განისაზღვრება და თუკი მათი თაობისთვის ოქრო იყო გარანტია, ვფიქრობ, მომდევნო თაობისთვის გარანტია იქნება ბიტკოინი.” – აცხადებს ტომ ლი.
სპეციალისტის შეფასებით, თუკი ბიტკოინს ოქროს ბაზრის 5 პროცენტი უჭირავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინი მალე მიაღწევს 25 ათას დოლარს.
ჰეჯ-ფონდის მენეჯერი მარკ იუსკო ტომ ლის ანალიზზე დაყრდნიბით აცხადებს, რომ 75-პროცენტიანი ალბათობით მომდევნო 20 წლის განმავლობაში, ბიტკოინის ფასმა შესაძლოა 500 000 დოლარს მიაღწიოს.