ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს-ს მომსახურების სააგენტო მძღოლებს მიმართავს: საბუთები, რომელიც მართვის მოწმობას სჭირდება

შსს-ს მომსახურების სააგენტო მძღოლებს მიმართავს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1-ელ აპრილამდე აქვთ აღებული, რომ სასწრაფოდ შეცვალონ მართვის მოწმობები.

გადაცემაში ”360 გრადუსი”, უწყების საგამოცდო სამსახურის უფროსმა იმედა მაკასარაშვილმა განაცხადა, რომ მართვის მოწმობების შეცვლის ვადის გადაწევა მოქალაქეების პასიურობის გამო მოხდა, რამაც რიგები გამოიწვია.
“რატომღაც ყველამ გადაწყვიტა ბოლო დღემდე მოეტანა ეს პროცესი და ბოლო დღეს შეეცვალა მართვის მოწმობა. ამან გამოიწვია დიდი რიგები მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში და ამის გამო ვერ მოხერხდა ყველასთვის მართვის მოწმობის შეცვლა 1-ელ იანვრამდე. ამიტომ განრიგი შეიცვალა და ვადად განისაზღვრა 2018 წლის 1-ელი აპრილი. მოვუწოდებ ყველას, მოვიდნენ მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში და შეცვალონ 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობები. შეცვლის პროცედურა მარტივია – წარმოადგენთ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, მართვის მოწმობას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას და საფასურის გადახდის ქვითარს. კარგი იქნება თუ ისევ ბოლო დღემდე არ მივა ეს პროცესი. დაახლოებით, ჯერ კიდევ 80 000 მართვის მოწმობაა შესაცვლელი”, – განაცხადა მაკასარაშვილმა.

იტვირთბა....