2018 წელს მოგზაურობისთვის 23 საუკეთესო ქვეყანა დასახელდა და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. ინფორმაციას bloomberg-ი აქვეყნებს.
საქართველოს აღწერისას ვკითხულობთ: “თბილისი 29-ჯერ დაინგრა და თავიდან აშენდა. გასაკვირი არ არის, რომ ღირს მის სანახვად ფულის დახარჯვა. სპარსეთის იმპერიამ და საბჭოთა კავშირმა ქვეყნის კულტურაზე დიდი გავლენა იქონია, პირველ რიგში კი მის ვეგეტარიანულ სამზარეულოზე, როგორიცაა მაგალითად ხაჭაპური”.
სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა. ამასთან, სტატიაში აღნიშნულია საქართველოში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდი.