ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

გიორგი მახარაძე სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა

მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელსაც ორი კვირის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, საზღვარგარეთ გამოკვლევებისთვის გაემგზავრა. პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხა უკვე შეგროვებულია. გიორგი თავად აქვეყნებს სტატუსს სოცქსელში და უდიდეს მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის.

“ამ ეტაპზე ხალხის, მეგობრების და კოლეგების უდიდესი მონდომებით და მხარდაჭერით, ის თანხა, რაც საჭიროა თურქეთში წასასვლელად შეგროვდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას, შემდგომი ეტაპისთვის რა იქნება საჭირო და როგორ, ყველა დეტალს და ინფორმაციას პირადად მე მოგაწვდით სოციალური ქსელის დახმარებით…

ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მერიას და ჯანდაცვის სამინისტროს რომლებიც მზად არიან დახმარებისათვის და გვერდში დგომისთვის, თუმცა ამ ეტაპზე არ გვესაჭიროება მეტი დახმარება რადგან პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხა თითქმის შეგროვდა… კიდევ ერთხელ უუუუუდიდესი მადლობა თქვენ ყველას, ძალიან მაგრები ხართ, მიყვარხართ და ვამაყობ, რომ ასეთი გვერდში დგომა შეგიძლიათ, მე ყველაფრით, რითაც შემეძლება, უკან დაგიბრუნებთ ამ სიყვარულს და თანადგომას” – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი.

P.S. “მეტრონომი” მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს გიორგის და იმედი გვაქვს, ის სულ მალე დაუბრუნდება თავის საყვარელ საქმეს და ოჯახს.

იტვირთბა....