ახალი ამბები მთავარი სამართალი

კიევის სასამართლოში სააკაშვილის პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო

კიევის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა 11 იანვრამდე გადაიდო.

სასამართლო სხდომაზე იმ დეპუტათაგან, რომლებიც სააკაშვილს თავდებში ჩაუდგნენ, მხოლოდ ერთი გამოცხადდა. პროცესის გადადების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. დეპუტატები იგორ ლუცენკო, ელენა შკრუმი, იულია ტიმოშენკო, დმიტრო დობროდომოვი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი გრიცენკო სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

მოსამართლემ განაცხადა, რომ პროცესუალური კოდექსის თანახმად, ყველა დეპუტატი, რომელიც სააკაშვილს თავდებში ჩაუდგა, სასამართლო სხდომას უნდა დასწრებოდა.

შინა პატიმრობის შესახებ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11 იანვარს, ადგილობრივი დროით 13:10 საათზე გაიმართება.

იტვირთბა....