სულ მცირე 48 ადამიანი დაიღუპა პერუში, პანამერიკულ გზატკეცილზე ავტოავარიის შედეგად. სამგზავრო ავტობუსი, რომელში 50 მგზავრი იმყოფებოდა, პასამაიოს რაიონში გზიდან 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე კვლავ იმყოფებიან სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები, რომელთა სამუშაო პროცესსაც ზღვის მოქცევა აფერხებს.
ავტოავარიის მიზეზი, ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსის მსუბუქ ავტომობილთან შეჯახება გახდა.
guardian.ge