ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მას ბირთვული ღილაკი უკვე მზად აქვს.
„მე არავის ვემუქრები, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ღილაკი ჩემს სამუშაო მაგიდაზეა“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
როგორც მან განაცხადა, ბირთვული იარაღით ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ომის დაწყებისგან აკავებს, ხოლო თუ ფხენიანი ბირთვულ დარტყმას გადაწყვეტს, მას იერიშის მიტანა აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე შეუძლია.
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი უკვე კარგა ხანია იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით.