ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ღამით, მშრალ ხიდთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, მშრალ ხიდთან წუხელ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს რუსეთიდან სომხეთში მიმავალი ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ხუთივე გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდიანრეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.

”საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტიდან წუხელ მიღებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, მშრალ ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რუსეთის ფედერაციიდან ერევანში მიმავალი ავტობუსი Mercedes Neoplan მსუბუქ ავტომობილს Lada დაეჯახა. ავარიის შედეგად ავტომობილის მძღოლი და ოთხი მგზავრი დაიღუპა“, – ნათქვამია სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სომხეთის მოქალაქეები არ არიან.

ინფორმაციას “ინტერპრესსნიუსი” ავრცელებს.

იტვირთბა....