შემოქმედებითი მოძრაობა „ტალღა“ და „თეთრი ხმაურის“ მოძრაობა ახალი წლის ღამეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან სოლიდარობის კონცერტს გამართავს. ამის შესახებ მოძრაობის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ორგანიზატორების თქმით, კონცერტი-აქცია რომელ ციხესთან გაიმართება საზოგადოებისთვის უცნობი იქნება, რადგან მხარდაჭერთა მოზიდვით ღონისძიებამ პოლიტიკური ელფერი არ შეიძინოს.
„კონცერტი იქნება სოლიდარობის აქცია იმ ადამიანებისადმი, რომლებიც სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის გამო საახალწლო დღესასწაულს ოჯახისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვერ ხვდებიან. პატიმრების გარდა სოლიდარობის მესიჯის ადრესატი საკანონმდებლო ორგანოა, რათა მათ გაიაზრონ იმ ოჯახების მდგომარეობა და უმოკლეს ვადაში განიხილონ ჰუმანური ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი“, – აცხადებს აქციის ორგანიზატორი.