ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი ნანა ძაგნიძე გახდა

საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.

ქართველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ 21 შესაძლებლობიდან 16,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა! ნანა ძაგნიძემ, პრიზის სახით, 80 000 დოლარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ნანა ძაგნიძე პირველი ქართველი ქალი მოჭადრაკეა, რომელმაც ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის ტიტული ამ წლის აპრილში მოიპოვა.

იტვირთბა....