aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის აეროპორტში უამინდობის გამო რეისი გაუქმდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი რეისი გაუქმდა.

ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განაცხადეს, ვარშავიდან თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია „ლოტის“ რეისი დღეს, გამთენიისას უნდა შესრულებულიყო, თუმცა ცუდი ხილვადობის გამო გაუქმდა.

აეროპორტის ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებების გარეშე განაგრძობს მუშაობას.

იტვირთბა....