ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორში მოსახლეობა გაზზე გაზრდილ გადასახადს “სოკარის” ოფისთან აპროტესტებს

გორის მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივ აირზე დეკემბრის გაზრდილ გადასახადს აპროტესტებს. აქციის მონაწილეების თქმით, წინა თვეებთან შედარებით მიმდინარე თვეში გაორმაგებული თანხა დაერიცხათ და მრიცხველების ჩვენება არარეალურია, რადგან ბუნებრივ აირს იმავე რაოდენობით მოიხმარდნენ.

„სოკარ ჯორჯიას“ გორის ოფისში დღეს დასვენების დღეა და კომპანიისგან პასუხი აქციის მონაწილეებმა ვერ მიიღეს. მსგავსი პრობლემა მოსახლეობას 2016 წლის დეკემბერშიც შეექმნა

იტვირთბა....