ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაშურში ცენტრალურ მაგისტრალზე საცობია

საცობი ხაშურის შესასვლელიდან იწყება და ამ მონაკვეთის ბოლომდე გადაადგილება გართულებულია.

მგზავრების თქმით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობისას, ხაშურის მონაკვეთის გასავლელად 40 წუთი დასჭირდათ.

“ხაშურის შესასვლელიდან იწყება საცობი და ხაშურის გასასვლელამდე გრძელდება. 40 წუთი დაგვჭირდა ამ მონაკვეთის გასავლელად. ბევრი მანქანა მოძრაობს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და ალბათ, ეს არის შეფერხების მიზეზიც. ასევე, ბორჯომ-ბაკურიანის მხარესაც გართულებულია მოძრაობა”, – აცხადებენ მგზავრები.

ამ დროისთვის საპატრულო პოლიცია ხაშურის მონაკვეთზე იმყოფება და ცდილობს, გადატვირთული მოძრაობა განტვირთოს.

ინფორმაციას “ინტერპრესსნიუსი” ავრცელებს.

იტვირთბა....