სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში მიდიან.
მამამ უცხოეთიდან სპეციალისტების მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ის არ გამორიცხავს, რომ უიმედო მდგომარეობის გამო, შვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანოს.
შეგახსენებთ, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელმა თავში ესროლა, სუს-ის ინფორმაციით, ის სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა და მას ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სურდა, რა დროსაც, მისი მიმართულებით ისროლეს. ოჯახის წევრები და ახლობლები უარყოფენ ინფორმაციას რომ მას ხელყუმბარა ჰქონდა და და ტერორისტებთან იყო კავშირში. მას გამოძიება 22 ნოემბერს ბერი გაბრიელის ქუჩაზე ლიკვიდირებულ ახმეტ ჩატაევთან კავშირში სდებს ბრალს.
მაჩალიკაშვილი თელავის საავადმყოფოდან თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მაჩალიკაშვილი თავის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.