ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შეიარაღებული ძალებისადმი მიძღვნილი საახალწლო კონცერტი არმიჰოლში გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი მიძღვნილი საახალწლო კონცერტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელით არმიჰოლში გაიმართა.

ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ოფიცრები, სერჟანტები და დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები მეუღლეებთან ერთად დაესწრნენ.

ჯარისკაცებისთვის განწყობის შექმნაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა და ქართველმა მომღერლებმა, სალომე ბაკურაძემ, ელენე ფოჩხუამ, მაკა ზამბახიძემ, სოფო ბედიამ, ნუცა ბუზალაძემ და გიორგი სუხიტაშვილმა იზრუნეს.

ღონისძიება საზეიმო მიღებით დასრულდა.

იტვირთბა....