ელიავას ბაზრობაზე მუშების დაშავების ფაქტს შრომის ინსპექცია სწავლობს.
ამხანაგობის თავმჯდომარე თინათინ ელეფტერიადუმ განაცხადა, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. მისი თქმით, შენობის შუა ნაწილი ჩამონგრეულია.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, კოსმონავტების 45 ა-ში მიმდინარე მშენებლობაზე ორი მუშა დაშავდა. კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის თქმით, მშენებლობაზე ბეტონის კონსტრუქციის შუა ნაწილი ჩამოინგრა და ორი მუშა მოიყოლა. ამის შესახებ მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.