ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში მშენებლობაზე ორი მუშა დაშავდა

თბილისში, კოსმონავტების 45 ა-ში მიმდინარე მშენებლობაზე ორი მუშა დაშავდა. კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის თქმით, მშენებლობაზე ბეტონის კონსტრუქციის შუა ნაწილი ჩამოინგრა და ორი მუშა მოიყოლა. ამის შესახებ მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისი თქმით, მუშები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაივანეს.

„მშენებლობა მიმდინარეობდა ყველანაირი ნორმების დაცვის გარეშე, ჩამოინგრა ბეტონის კონსტრუქციის შუა ადგილი, ჩაიყოლა ორი მუშა და არ ვიცით მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაფერი“, – განაცხადა კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....