“ვენდიმ“ დოლიძეზე „ცელქი ბავშვების 3D“-ს წინასაპრემიერო ღონისძიებას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც სტუმრად მოსულ ბავშვებს ბევრი სიურპრიზი და მხიარულება დახვდა. წინასაპრემიერო ღონისძიებას „ცელქი ბავშვების 3D“-ს მსახიობები: რუსკა მაყაშვილი,ნიკა გრიგოლია, ჯაბა კილაძე, დანიელა ბეშქენაძე, თეკლა კვიჟინაძე, ქეთო სიახარულიძე, გიგი გოგრიჭიანი დაბარბარე ჯინჭარაძე დაესწრნენ.
წლევანდელი ევროვიზიის საქართველოს წარმომადგენელმა გრიგოლ ყიფშიძემ კი ფილმის მელოდიები ბავშვებთან ერთად შეასრულა. ღონისძიებაზე „ცელქი ბავშვების 3D“-ს ფილმზე დასასწრები ბილეთებიც გათამაშდა. „ვენდი“ „ცელქი ბავშვების“ ქასთინგის და წარდგენის ოფიციალური პარტნიორია.
“ვენდისში” ბავშვებს დახვდათ ყველასათვის საყვარელი ვენდისა და დანკინდონატსის ანიმატორები, სტუმრებს შეეძლოთ სახის მოხატვა და სამახსოვრო ფოტოების გადაღება, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების და ფერადი ბუშტებით ფიგურების დამზადება.
“ვენდისში”ტორტით, დონატებით და „ჩეროს“ უგემრიელესი წვენებით გაუმასპოინძლდნენ ყველა სტუმარს.
„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველისგამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით საბურთალოზე, ცინცაძისქუჩა #37-ში. აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, 26 მაისის მოედანზე, „ისთ ოინთში“, „თბილისი მოლში“,გორსა და ბათუმში მდებარეობს.