ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე”

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, სრულიად იღებს პასუხისმგებლობას, რათა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. მან ეს კომენტარი პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტზე გააკეთა. როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, პირველი არხი მოქმედებდა იმ სტანდარტებით, რომელიც დადგენილია.

“ცხადია, არც ერთ ადამიანს ეს აჟიოტაჟი არ მოეწონებოდა. სრულად ვიღებ იმ პასუხისმგებლობას, შიგნით რა მოხდა და როგორ მოხდა, ეს არის ჩემი სრული პასუხისმგებლობა. მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ბორდის წინაშე.

მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ სიუჟეტის მიმართ – ეს არ არის დადებითი, მაგრამ ამავე დროს უნდა გითხრათ, რომ სიამოვნებით შევუშვერ თავს იმ პირველ ქვას, რომელსაც აიღებს და მესვრის ტელევიზია. პირველი არხის მოქმედებდა იმ სტანდარტით, რომელიც არის დადგენილი. უნდა გითხრათ, რომ ის, რაზეც არის ამბავი ატეხილი, შემიძლია წარმოგიდგინოთ. ეს გაუშვა აბსოლუტურად ყველა არხმა, რომელსაც ახლა ვაძლევ ინტერვიუს.

პირველი არხი, იმ ცნობილ გამონათქვამებს არ გავიმეორებ, ადებდა სიგნალს და აქ არიან არხები, რომლებიც ამას უშვებდნენ სიგნალის გარეშე, მათ შორის ჩვენზე ადრე. ჩვენ ჯერ დაბალი ყურებადობა გვაქვს და ისე წარმოჩინდა, რომ ეს პირველმა არხმა გაავრცელა და დაატირაჟირა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, სრულად იღებს პასუხისმგებლობას პირველი არხის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით.

“მე იმ დღეს არ ვიყავი ჩემი პრობლემების გამო სამსახურში. გუშინ სრულად შევისვაწლე სიტუაცია. შემიძლია, შემდეგ მოგაწოდოთ სურათი, როგორ შუქდებოდა მედიაში ეს ამბავი და ნახავთ, რომ ის, როგორც შუქდებოდა და რაც არის, თანხვედრაშია ერთმანეთთან. სრულად ვიღებ იმ პასხუსიმგებლობას, რაც იქნება”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, პოეტ ზვიაად რატიანის დაა პოლიციელების კონფლიქტის ამსახველი ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, სადაც პოეტი სამართალდამცავებს საიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

იტვირთბა....