ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

+20 გრადუსი: სინოპტიკოსები საქართველოში მზიან ამინდს დეკემბრის ბოლომდე პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები საქართველოში მზიან ამინდს დეკემბრის ბოლომდე პროგნოზირებენ. აღმოსავლეთში და დასავლეთში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +15, +20 გრადუსი, მთაში +8, +13 გრადუსი, მაღალ მთაში +3, +8 გრადუსი.

აღმოსავლეთში ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსი იქნება, ზოგან +18. ღამით ყინვა, -4 გრადუსი, მხოლოდ შიდა ქართლშია მოსალოდნელი – 29-30 დეკემბერს.

თბილისში 1 იანვარს მცირე წვიმას პროგნოზირებენ.

იტვირთბა....