30 დეკემბერს 13 საათზე დედაქალაქში პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია: „ხალხის ხოცვა უნდა დასრულდეს“ გაიმართება. აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ლაშა მესხი.
„27 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე ქუთაისში 2 მუშა გარდაიცვალა. იმავე დღეს კი ბათუმში აგრეთვე მშენებლობაზე მძიმედ დაშავდა 1 პირი, რომელიც ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია. 28 დეკემბერს ბათუმში შემოწმებაზე მისული ექსპერტიც გადმოვარდა სიმაღლიდან, მისი მდგომარეობაც კრიტიკულია… შექმნილი უიმედო მდგომარეობის პასუხად პარლამენტმა გადადო შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვა.
30 დეკემბერს 13 საათზე შევიკრიბოთ, თბილისში – პარლამენტის უკანა შესასვლელთან და ერთად მოვთხოვოთ დეპუტატებს ხოცვის შეჩერება! მეტის მოთმენა არ შეიძლება!“