ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი გახარია: ზვიად რატიანის საქმეზე ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, კულტურის სამინისტროში მწერლებთან და მთარგმნელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრის მთავარი თემა ზვიად რატიანის საქმე იყო.

მისივე თქმით, ამ საქმის ობიექტურობასთან დაკავშირებით ყველა მხარის პოზიცია უნდა დაფიქსირდეს.  შეხვედრაზე შს სამინისტრომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რომ ამ საქმეზე ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება.

მან, ასევე, რატიანის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაზეც ისაუბრა. “ძირითადი ამოცანა იყო, როგორ უნდა გავაღრმაოთ ნდობა ჩვენს შორის, რამეთუ სისტემის რეფორმირებაში საზოგადოების წარმომადგენლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულნი. რა თქმა უნდა, აქ გაიჟღერა რატიანის ქეისმაც და, რა თქმა უნდა, ეს ქეისი საჭიროებს დეტალურ გამოძიებას, რომ ყველა მხარის შინაგანი რწმენა მაქსიმალურად მაღალი იყოს ამ საქმის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი მხრიდან ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება. ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით, ეს იყო არასასიამოვნო მომენტი, თუმცა, ძირითადი კომპონენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების რეაგირებაზე. ეს არის სამწუხარო მომენტი”, – განაცხადა გახარიამ.

 

იტვირთბა....