“სამართლიანობა გსურთ? პოეტმა გინებაზე აგოს პასუხი, პოლიციელებმა – წამებაზე”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში “მაესტროს”ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი წერს:
“სამართლიანობა გსურთ? პოეტმა გინებაზე აგოს პასუხი, პოლიციელებმა – წამებაზე. პოეტმა 500 ლარი ჯარიმა გადაიხადოს, პოლიციელები 7 წლით ჩასხდნენ”-წერს მამუკა ღლონტი.
შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გზაში კიდევ სცემეს.
პოეტი აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოში ჩივის.
შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება დროებით, გამოძიებს დასრულებამდე შეუჩერდა.