ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყაჩაღობა გურჯაანში – დაჭრილია ერთი პირი

გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში გუშინ, გვიან ღამით ბენზინგასამართი სადგური დაყაჩაღეს, –
ინფორმაცია “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 1000 ლარამდე თანხა.

შემთხვევს დროს დაიჭრა 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მოლარედ მუშაობდა. მას ცივი იარაღით თავის და ბარძაყის არეში აქვს მიყენებული ჭრილობები. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

იტვირთბა....