ახალი ამბები მთავარი სამართალი

სიღნაღში აფეთქება მოხდა

ერთი საათის წინ, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში, ბეგიაშვილების ოჯახში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ მოზარდმა ეზოში, შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო და აფეთქება სწორედ ამან გამოწვია.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მათ მოზარდი გარდაცვლილი დახვდათ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იტვირთბა....