“პირველი არხი” გთავაზობთ იმ ვიდეომასალას, რომელიც ზვიად რატიანის საქმეზე შსს-მ დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარადგინა და სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო.
“პირველმა არხმა” შსს-ს ვიდეომასალის მოწოდების თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც სასამართლოს სხდომათა დარბაზში მტკიცებულებად წარდგენილი ვიდეოს ნახვა ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გზაში კიდევ სცემეს.
https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=pwcI2e2PCTg
“დაკავების პროცესში ჩემს თანამშრომელს ზვიად რატიანმა უკბინა”: შსს-ს წარმომადგენელი