სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი მოთავსების იზოლატორში პანკისსა და თბილისში დაკავებული პირებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. ე.წ. მოდულის შენობაში ერთ-ერთი დაკავებულის, ბაადურ ჩოფანაშვილის ადვოკატი იმყოფება.
დალი ბარბაქაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და უარყოფს ყოველგვარ კავშირს ტერორიზმთან და აჰმედ ჩატაევთან.
სუს-ში იმყოფება კიდევ ერთი ადვოკატი, ირაკლი ბებია, რომელიც არ ამბობს, რომელი ბრალდებულის ინტერესებს იცავს.
დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. მათ ბრალად ედებათ ტერორიზმის დაფინანსება და მხარდაჭერა.