ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის მერიაში 50-მდე ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ქუთაისის მერიაში 50-მდე ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, გაუქმდა შტატები, რომლებიც არაეფექტური იყო.

“ჩვენ პიროვნულად არ განგვიხილავს, შტატობრივად მოხდა განხილვა. გაუქმდა ის შტატები, რომლებიც არაეფექტური იყო. დაახლოებით 50 შტატი შემცირდება. 12%-ზე იყო ხელშეკრულებით აყვანილთა შტატი, რეალურად 10%-ში უნდა ჩავეტიოთ”, -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ქალაქის მერი მრჩევლების რაოდენობას ამცირებს. კერძოდ, გიორგი ჭიღვარიას 5-ის ნაცვლად 3 მრჩეველი ეყოლება. ამასთან, ქუთაისის მერიაში კულტურის საქალაქო სამსახური გაუქმდა. სამსახურის ფუნქციებს ქალაქში არსებული სახელოვნებო და სპორტის ააიპ-ები გადანაიწელებენ და შეასრულებენ.

იტვირთბა....