ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოთარ აბესაძე, როგორც “ოცნების” წევრი, სამაგალითოდ ისჯება – ადვოკატი

ოთარ აბესაძე რადგან “ქართული ოცნების” წევრი იყო, სამაგალითოდ ისჯება, -ამის შესახებ “ტვ პირველს” მისმა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა:

“ეს არის პარტიის შურისძიება თავის წევრზე. გადაცდომა ყველას ჰქონია, მითუმეტეს, რომ ის აღიარებს დანაშაულს და ნანობს, მაგრამ რადგან იყო პარტიის წევრი და აქტივისტი, სამაგალითოდ ისჯება. ეს არის ოთარ აბესაძეზე შურისძიება. უნდა მოკვდეს, რომ მისი ცუდად ყოფნა დაიჯერონ? “-განაცხადა ჭკადუამ.

მერიის ყოფილი თანამშრომელი, ოთარ აბესაძე სასამართლო პროცესიდან ჩაფიძის კლინიკაში გულის შეტევით გადაიყვანეს. როგორც მისმა ექიმმა განაცხადა, აბესაძემ გონება დაკარგა და მას ტკივილი გულის არეში აღენიშნებოდა.
“ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საჭიროებს მეთვალყურეობას”, -განაცხადა ექიმმა.

როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ექსპერტიზის დასკვნაში არ იყო მითითებული ისეთი გარემოება, რომელიც ამბობს, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან.

საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა.

როგორც ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განცხადა, აბესაძე პროცესზე ცუდად გახდა. მისი თქმით, დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

დაცვის მხარემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც წარადგინა.

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით 12 ივლისს დააკავა.

იტვირთბა....