ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბიბილაშვილი: სავარაუდოდ, ტერორისტულ დაჯგუფებას ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელი მფარველობდა

პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებას ხელისუფლებამ საკმაოდ არადამაჯერებელი ვერსია შესთავაზა. მისი თქმით, თუ ამ ჯგუფმა მოახერხა, რომ ჩატაევის დაჯგუფება შემოეყვანა საქართველოში და შემდეგომ თბილისში, მაშინ არსებობს ვარაუდი, რომ მათ ჰყავთ საკმაოდ გავლენიანი მფარველი ხელისუფლებაში.

„ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობაში დუმდა და დღეს გვთავაზობს ძალიან არადამაჯერებელ ვერსიას, რომ თურმე ორმა, სამმა რიგითმა პანკისელმა მათ შეუწყო ხელი საქართველოში შემოსვლაში, შემდგომ თბილისში ჩამოღწევაში და შეიარაღების მოპოვებაში. ვარაუდი არსებობს და ალბათობა იმისა, რომ ამ ჯგუფს, ამ ტერორისტულ დაჯგუფებას ჰყავდა ძალიან მაღალ რანგში, ძალიან მაღალი დონის წარმომადგენელი ხელისუფლების და შესაბამისად, საზოგადოება ელოდება ამ კითხვებზე პასუხს,“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცის შედეგად პანკისის ხეობაში 4 პირია დაკავებული. სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან.

იტვირთბა....