ოთარ აბესაძე სასჯელაღრულების დაწესებულებიდან გულის შეტევით ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს:
„დღეს ის პროცესზე ცუდად გახდა, გული წაუვიდა და სიცოცხლე ბადრაგმა შეუნარჩუნა. გამოძახებული იყო სასწრაფო. ამის შემდეგ, აბესაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. იქ ის ცუდად გახდა და ახლა გადაიყვანეს ჩაფიძეში. იქ მივდივართ, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინც აბესაძეს ასე ექცევა. ჩვენ აქამდე მის ჯანმრთელობაზე ღიად არ ვსაუბრობდით და ზოგადად ვამბობდით, მაგრამ ახლა გავიგებთ ყველა დეტალს“, – აცხადებს აბესაძის ადვოკატი ლილი გელაშვილი.
როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ექსპერტიზის დასკვნაში არ იყო მითითებული ისეთი გარემოება, რომელიც ამბობს, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან.
საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა.
როგორც ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განცხადა, აბესაძე პროცესზე ცუდად გახდა. მისი თქმით, დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
დაცვის მხარემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც წარადგინა.
თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით 12 ივლისს დააკავა.