ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი: ექსპერტიზის დასკვნა არ ამბობს, რომ აბესაძის პატიმრობაში ყოფნა მისი ჯანმრთელობისთვის შეუთავსებელია

ექსპერტიზის დასკვნაში არ იყო მითითებული ისეთი გარემოება, რომელიც ამბობს, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან, -ამის შესახებ ოთარ აბესაძის საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა:

“დაცვის მხარე აპელირებდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე და ითხოვდა, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეცვლოდა. თუმცა ამ დასკვნაში არ იყო მითითებული ისეთი გარემოება, რომელიც ამბობს, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა”, – განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა.

როგორც ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განცხადა, აბესაძე პროცესზე ცუდად გახდა. მისი თქმით, დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

დაცვის მხარემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც წარადგინა.

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით 12 ივლისს დააკავა.

იტვირთბა....